”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასპინძაში საკრებულოს აპარატი გაქურდეს

Untitled(10)ასპინძის მუნიციპალიტეტში საკრებულოს აპარატი გაქურდეს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ნუგზარ ლონდარიძე აცხადებს, რომ ორშაბათს სამსახურში მისულ თანამშრომლებს,  კომპიუტერის მონიტორი, კლავიატურა და მაუსი აღარ დახვდათ, რის შემდეგაც სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს.

ასპინძაში მომხდარი ფაქტი “მეცხრე არხს” შსს–შიც დაუდასტურეს.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

საქმეს შსს–ს ასპინძის რაიონული სამმართველო იძიებს, სადაც  ამ წუთებში  საკრებულოს თანამშრომლების დაკითხვა მიმდინარეობს.

Information

This entry was posted on 25/11/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე