რვა თვიანი სასამართლო პროცესი, ოთხი პროკურორი და განაჩენი, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ამ დრომდე ელოდება. დასრულების ნაცვლად ბესიკ ბლიაძის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდა.