ახალციხის მუნიციპალიტეტში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება. ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით მსჯელობა, ამჯერად მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა, რომელსაც საკრებულოს ფრაქციებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.