ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ახალციხის თვითმმართველ ქალაქში არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ. ისინი მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ახალგაზრდები ინფრასტრუქტურულ პროექტებით, რელიგიური საკითხებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ეთნიკური უმცირესობების პრობლემებით დაინტერესდნენ.