ახალციხეში საცხოვრებელი კორპუსების ეზოებისა და შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები სრულდება. ქალაქის მერის განმარტებით თამარაშვილისა და ცხრა აპრილის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. რეაბილიტაცია კვლავ მიმდინარეობს ვარძიის ჩიხსა და ასპინძის ქუჩაზე.