”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომის გამგეობა კონკურსს 96 პოზიციაზე აცხადებს

72757    ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა 96 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. ვაკანსიები საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე, სავარაუდოდ, დღეს აიტვირთება, რის შემდეგაც, განაცხადების ელექტრონულად შევსებისთვის დაინტერესებულ პირებს ათდღიანი ვადა ექნებათ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი მსურველებს აფრთხილებს, რომ დოკუმენტაციის შევსების დროს ყურადღებით იყვნენ, რათა უმნიშვნელო შეცდომის გამო, მათი განაცხადი არ დაიბლოკოს. დიმიტრი ყიფიანის თქმით, ერთ კანდიდატს განაცხადის  შევსება 5 პოზიციაზე შეეძლება.

ატვირთულ დოკუმენტაციას, კონკურსის პირველ ეტაპზე, შესაბამისი კომისია განიხილავს, რის შემდეგაც შერჩეული კანდიდატები ტესტირებას ელექტრონული ფორმით გაივლიან.  ისინი საკუთარ შესაძლებლობებს 13 და 14 დეკემბერს შეამოწმენენ. ტესტირებას გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე