ახალციხის მე–7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და დაწესებულების თანამშრომლებმა მიწისძვრასთან დაკავშირებით როლური თამაში მოაწყეს. გაკვეთილების მიმდინარეობისას მათ მოულოდნელად საგანგაშო მდგომარეობა გამოაცხადეს. საყვირის ხმაზე ყველა მათგანმა მიწისძვრისგან თავის დაცვისათვის აუცილებელ ქმედებებს მიმართა. რის შემდეგაც პედაგოგის მითითების მიხედვით ისინი რამდენიმე გასასვლელიდან ეზოში გავიდნენ.