ახალციხის რაიონულ სასამართლოში გამგეობის ყოფილი თანამშრომლების, გიორგი ქასრაშვილისა და რევაზ მერაბიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საუბარია ასპინძის ქუჩაზე არსებული კოსპუსის გადახურვისას შესრულებულ სამუშაოებზე, რომლის დროსაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, გამგეობის ყოფილი თანამშრომლების მიერ ოქმები გაყალბდა და თანხების მითვისება მოხდა. ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის თქმით, შენობის სახურავზე მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზა, ბრალდების მხარის მიერ ჩატარებულს – არ ემთხვევა. ადვოკატის თქმით, საგამოძიებო უწყების მტკიცებულებები აბსურდულია.