ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი საკუთარი საქმის გასაჩივრების მიზნით, ბრიუსელში მიემგზავრება. მისი თქმით, ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში კონფერენცია ჩატარდება, რის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ქვეყანაში ადვოკატთა უფლებები დაცული იქნას. სამარჯიშვილის თქმით, როგორი მსვლელობა მიეცემა საქმეს, ეს კონფერენციის შემდეგ გადაწყდება. ადვოკატი ირწმუნება, რომ იგი სასამარათლოში მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სარჩელს მას შემდეგ შეიტანს, რაც სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მერაბ წურწუმია პასუხისმგებაში მიეცემა.