”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შსს-მ ასპინძაში უკანონო იარაღი და ვაზნები ამოიღო

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქალაქ ახალციხეში მცხოვრები, 1943 წელს დაბადებული ალი დ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში, საზაფხულო საძოვრებზე, ე.წ. „ზედა რაყისი“-ს ტერიტორიაზე, ალი დ-ს საზაფხულო ბინის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 98 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

Information

This entry was posted on 11/11/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე