”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მესხეთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

mesxetis teatri     მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი  პრემიერისათვის ემზადება. “ძახილი” –ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის  რეჟისორობით იდგმება.

დღეს მსახიობებმა გენერალური რეპეტიცია გაიარეს.

ლია სულუაშვილი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ სპექტაკლის დადგმა ნოდარ დუმბაძის სამი ნაწარმოების „ძაღლის,“ „სისხლისა“ და „დიდროს“ მიხედვით გადაწყვიტა.

სპექტაკლი ერთმოქმედებიანია და იგი ტრაგიკომედიური ჟანრისაა. მასში, როგორც თეატრის ძველი დასი, ასევე, დამწყები მსახიობებიც  მონაწილეობენ.

პრემიერა 11 ნოემბერს 19 საათზე დაიწყება. მისი ნახვის საშუალება  მაყურებელს 12 ნოემბერსაც ექნება.

Information

This entry was posted on 10/11/2014 by in ანონსი, კულტურა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე