”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“თავისუფალი დემოკრატების” წევრთა ნაწილმა სამცხე–ჯავახეთში კოალიცია დატოვა

tavisufali demokratebi

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვა. ალიკა ცინაძე, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებაში „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით მოვიდა აცხადებს, რომ გადაწყვეტილება აღნიშნულის თაობაზე დღეს მიიღო.

ცინაძის მსგავსად პარტიაში რჩებიან  „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკრებულოში ვოსკან ელოიანი და მარტინ გაბრიელიანი. ასევე, პარტიაში რჩება ქალაქ ახალციხის მერიის საკრებულოს წარმომადგენელი შალვა გოგოლაძე.

რაც შეეხება ბორჯომის საკრებულოს, გიორგი ფერაძემ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“  დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

დატოვებს თუ არა პარტიას ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ბიძინა გოგოლაძე, აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა “თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ადიგენში თამაზ ძაძამიამ.

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს ირაკლი ალასანიანს გუნდი დატოვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემაც.

Information

This entry was posted on 10/11/2014 by in პოლიტიკა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე