ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა. შეხვედრა მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. ირაკლი შიხიაშვილმა ვეტერანებს სამომავლოდ განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო, შემდეგ კი მათი პრობლემები მოისმინა.