სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
ახალციხის სამხატვრო სკოლაში, მუნიციპალიტეტის 13 საჯარო სკოლის ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ღონისძიების პირველ ნაწილში სოფელ გურკელის სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა თემაზე შექმნილი 100 ნახატი და ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს.