,,პროკურატურამ მაკა სამსონიძის მიმართ გაკეთებული განრიდება დამალა“ – ეს განცხადება დღეს ადვოკატმა ირაკლი ბარძიმაძემ ახალციხის მუნციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესის დასრულებისას გააკეთა, მას შემდეგ, რაც პროკურორმა პეტრე მანველიშვილმა 7 აგვისტოთი დათარიღებული განრიდების დოკუმენტი მოსამართლეს 7 ნოემბერს წარუდგინა და საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვა ითხოვა.