სავაჭრო დაწესებულებებში გლეხები ყველისა და რძის სხვა პროდუქტების გაყიდვას ლაბორატორიული შემოწმების გარეშე ვეღარ შეძლებენ. მათ სურსათის წარმოების ჰიგიენური წესები უნდა დააკმაყოფილონ და პროდუქტის რეალიზება მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინონ. 2015 წლის პირველი იანვრიდან გაკონტროლდება სასაკლაოები და ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოებიც.