ქალაქ ახალციხის საკრებულოს რიგით მერვე სხდომაზე დეპუტატებმა 8 საკითხი დაამტკიცეს. აქედან, ერთ მათგანს არ დაეთანხმა თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს წევრი ჯიმშერ გოგლაური. სხდომაზე განიხილეს ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მერიაში სტაჟირების საკითხი, ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების დაფინანსების საკითხი და სხვა.