ხმაური იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხის განხილვისას დეპუტატების ნაწილმა ერთი მათანის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა. სხდომაზე ხმაური თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის თემამ გამოიწვია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თანამდებობის პირებზე ხელფასების არათანაბრად გადანაწილება გააპროტესტა.