ქალაქ ახალციხეში არსებულმა ოთხმა საბავშვო ბაგა–ბაღმა კვების ბლოკის მოწესრიგებასთან დაკავშირებით გაფრთხილება მიიღო. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და მათ ხარვეზების აღმოსაფხვრელად გარკვეული დრო მისცეს. რა პრობლემებია საბავშვო ბაღების სასადილო ოთახებში და რამდენად მოგვარებადია აქ არსებული პრობლემები, თემით ,,მე–9 არხი” დაინტერესდა.