”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენის გამგეობამ 32 თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

2, adigeni partiebi.avi_000107520    ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 32 თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი რამდენიმე ეტაპად წარიმართება. მსურველებმა პირველ ეტაპზე მონაცემები http://www.hr.gov.ge –ზე უნდა შეავსონ. მათი დოკუმენტაციის გადარჩევა კი გამგეობაში 9 ნოემბრიდან დაიწყება. შერჩეული კონკურსანტები ტესტირებას 15 ნოემბრიდან გაივლიან.

როგორც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, მინდია ჯელია განმარტავს, ტესტში 60 საკითხი შევა, მინიმალური ბარიერი კი 35 ქულა იქნება. აღნიშნულ ტესტებს გამოცდების ეროვნული ცეტრი მოამზადებს.

ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ, კონკურსანტები გასაუბრებას საკონკურსო კომისიის წინაშე გაივლიან, რომლის თავმჯდომარე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, მინდია ჯელიაა, წევრები კი გოდერძი სხირტლაძე, იმედა მღებრიშვილი, იმედა ხომასურიძე, ვაჟა მერაბიშვილი, ნოდარ ბაღდოშვილი და სამხარეო ადინისტრაციის წარმომადგენელი– გიორგი მელიქიძე არიან. როგორც კომისიაში განარტავენ, არსამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შემადგენლობაში შესვლის თაობაზე, განაცხადი არ გაუკეთებიათ.

ისევე, როგორც ყველა მუნიციპალიტეტში, ადიგენის გამგეობაშიც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თანამშრომლები 3 თვის ვადით იყვნენ დანიშნული. ვაკანტური პოზტები კი ამ ეტაპზე 20 ადმინისტრაციულ ერთეულში რწმუნებულის თანამდებობაზე, ასევე, საკრებულოსა და გამგეობაში არსებულ რამდენიმე თანამდებობაზეა გამოცხადებული.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე