ახალციხელი მოცეკვავეების წარმატებული ტურნირი თბილისში
სტუდია “სიხარულის” მორიგი წარმატება. კონკურსზე, „შემოდგომის თბილისი“, ახალციხელმა მოცეკვავეებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს. მათ ოთხ კატეგორიაში პირველი, მეორე და მესამე ადგილები მოიპოვეს და დედაქალაქიდან სიგელებითა და მედლებით დაბრუნდნენ.