მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში კომპოზიტორ ნოდარ ნიკოლაიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე ქართული ესტრადის ცნობილმა მომღერლებმა კომპოზიტორის მიერ დაწერილი და საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი სიმღერები შეასრულეს. ადგილობრივი მაყურებლის წინაშე, ნუგზარ კვაშალი, ზურა მანაგაძე, ქეთი გომართელი, ტატო გოდერძიშვილი, გურამ ჯაში წასდგნენ.