“რეგიონში ბრუცელოზი მძვინვარებს“–აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს დისკუსია გაიმართა. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს უფროსი, სამცხე–ჯავახეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციის წარმომადგენლები და ფერმერები დაესწრნენ. მათ ბრუცელოზის გავრცელების მიზეზებზე ისაუბრეს და ინფექციასთან ბრძოლის მექანიზმებზე იმსჯელეს.