29 ოქტომბერს, მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, კომპოზიტორ ნოდარ ნიკოლაიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. ღონისძიებაზე ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები კომპოზიტორის მიერ დაწერილ სიმღერებს შეასრულებენ. საღამო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ეწყობა. მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტის ინფორმაციით, ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება. მარინა მერაბიშვილის თქმით, ნოდარ ნიკოლაიშვილის შემოქმედებითი საღამო ახალციხის გარდა, რამდენიმე ქალაქში უკვე გაიმართა. ღონისძებაზე დასწრება უფასოა.