”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ხანძარი ახალციხეში

ახალციხეში ფარნავაზ მეფის ქუჩის 29 ნომერში მდებარე საოჯახო სასტუმროში  სათავსო დაიწვა. ახალციხის მერიის სახანძრო–სამაშველო სამსახურში აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 112–დან, დაახლოებით, 09:00 საათზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე ჯგუფი 5 წუთში მივიდა. მათი განმარტებით, ცეცხლის მასშტაბები მცირე იყო, რამაც ხანძრის ლოკალიზება გააადვილა. სამსახურის უფროსის თქმით, არსებობდა საშიშროება, რომ ცეცხლი სხვა შენობებსაც მოდებოდა, თუმცა მისი ჩაქრობა დროულად მოხდა. დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები. ხანძრის გაჩენის მიზეზებზე სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები  ვერ საუბრობენ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე