”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შსს–მ ადიგენსა და ბორჯომში უკანონოდ მოქმედი საამქროები დალუქა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული შემოწმების შედეგად, ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ოცამდე უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს. ასევე, გამოვლენილია დიდი ოდენობით წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე-ტყის უკანონო გადამუშავების ფაქტები.

შსს–ს ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის და ადმინისტრაციული გადაცდომის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც, მათზე  კანონით გათვალისწინებული ზომები ხორციელდება.

Information

This entry was posted on 24/10/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე