”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელ მოხეში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა

muslimebi moxeshi 2.mp4_000227894    ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებული სადავო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა. ინდმეწარმე ბექა ტაბიძის მამა, ზურაბ ტაბიძე, რომელიც სამუშაოებს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს რამდენიმე დღით აჩერებს. მისი განმარტებით, დასაქმებულმა მუშებმა ერთი კვირის სამუშაოები ორ დღეში შეასრულეს, ამიტომ მათ შესვენება ითხოვეს. ზურაბ ტაბიძე ირწმუნება, რომ სამუშაოების შეჩერების სხვა მიზეზი არ არსებობს და მის რეაბილიტაციას კვირას ან ორშაბათს განაახლებენ.

სოფელ მოხეში არსებულ სადავო შენობაზე 8 ადამიანია დასაქმებული. მისი რეაბილიტაცია 53 000 ლარამდე ჯდება. მშენებლობა დეკემბრის თვეში უნდა დასრულდეს.

ადგილობრივები “მეცხრე არხთან” აცხადებენ, რომ სოფელში ამ დროისათვის სიმშვიდეა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სამხარეო სამმართველოს შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში აქციას სოფელში განაახლებდნენ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე