”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მოხეში დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

besoiiiiiiiiiiiiii.avi_000123080      ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოხეში დაკავებული პიროვნებების სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 18:00 საათისთვის არის ჩანიშნული. როგორც იურისტები აცხადებენ,  11 პიროვნების გათავისუფლება დღის ბოლომდე მოხდება, მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესი შედგება. როდის გაიმართება დანარჩენი სამი პიროვნების სასამართლო სხდომა  ჯერჯერობით უცნობია.

დაკავებულების უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში 14 პიროვნება აქციის დროს დააკავეს. მათგან სამი მოქალაქის მიმართ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა  (პოლიციის მიმართ წინააღდეგობის გაწევა, ჩადენილი ჯგუფურად) აღძრული, დანარჩენი 11 მოქალაქის მიმართ კი ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით. 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე