”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მოხის აქციამ ადიგენის პოლიციის შენობასთან გადაინაცვლა

adigenis policia სოფელ მოხეში,  სამართალდამცავების მიერ  დაკავებული 14 პიროვნება, ადიგენის პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. საქმის ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 353–ე მუხლებითა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლებით მიმდინარეობს.

„მეცხრე არხი“–ს გადამღები ჯგუფის ინფორმაციით, მუსლიმმა მრევლმა, ორი მიკრო–ავტობუსით სოფელი დატოვა და დაბა ადიგეში გადაინაცვლა.

ისინი ადგილობრივების დაკავებას აპროტესტებენ და მუნიციპალიტეტის პოლიციის შენობასთან აქციის გამართვას გეგმავენ.

ამ დროისათვის, სოფელ მოხეში სიმშვიდეა, თუმცა ტერიტორიაზე სამართალდამცავები კვლავ მობილიზებულნი არიან. ადგილზე კრიმინალურ პოლიციასაც ელოდებიან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის მეორე ნაწილი პოლიციის მიმართ წინააღდეგობის გაწევას ჯგუფურად გულისხმობს.

რაც შეეხება ადმინისტრაციული კოდექსის 166–ე მუხლს, იგი, თავის მხრივ, წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს, ხოლო 173–ე მუხლი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და კანონიერი მოთხოვისადმი დაუმორჩილებლობას.

Information

This entry was posted on 22/10/2014 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე