”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასლან აბაშიძე: ,,განსაკუთრებული ნადირობა მუსლიმურ სამლოცველოებზე მიმდინარეობს”

muftiii iii  მუსლიმი მოსახლეობის აქცია სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამხარეო სამმართველოსთან გრძელდება. მოხეში დაკავებული 14 ადგილობრივის გათავისუფლების მოთხოვნით, სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამხარეო სამმართველოსთან შეკრებილ მოხის  მოსახლეობას, ხულოს მუნიციპალიტეტის მუფთიც შეუერთდა. გურამ, იგივე ასლან აბაშიძე აჭარიდან ახალციხეში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. ,, ეს 2014 წელს, მინარეთის ამბების შემდეგ,  უკვე მეორე ფაქტია. განსაკუთრებული ნადირობა მიმდინარეობს მუსლიმურ სამლოცველოებზე“– განაცხადა ,,მე–9 არხთან“ ხულოს მუფთმა. სასულიერო პირი ხელისუფლებასა და შესაბამის უწყებებს მსგვასი ქმედებებისაკენ  განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენასა და აღკვეთას მოითხოვს.

შგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ სოფელ მოხეში ინცინდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცავებმა, ძველი მეჩეთის შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს, იმისათვის რომ ადგილზე მომუშავე მშენებლების უსაფრთხოება უზრუნველყოთ.

მოხის ცენტრში საპროტესტო აქცია სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაზიანდა პოლიციის ავტომანქანებიც.  რის შედეგადაც 14 მუსლიმი მოსახლე დააკავეს. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის მეორე ნაწილით მიმდიანრეობს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე