21 ოქტომბერს, ახალციხის სამ სკვერში გამწვანების აქცია მოეწყო. მე–5 საჯარო სკოლისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილისა და თამარაშვილის ქუჩებზე მდებარე სკვერებში 35 ნაძვის ნერგი დარგეს. პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება და მის მიზანს, მოზარდებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.