ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თინათინ მღვდლიაშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტმა, რომელიც ცნობილი ლექსების: „ხმალი ავლესოთ ქართველებო“, „მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო“, „აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“, „ქართველები შეარიგე მერაბ“ და სხვა პოეზიის ნიმუშთა ავტორია, საკუთარი შემოქმედება ახალციხელებს გააცნო. დაახლოებით 2 საათიან საღამოს თინათინ მღვდილიაშვილი თავად გაუძღვა.