ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბნის მკვიდრები სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსგან გარანტიას ითხოვენ, რომ ტიხო კუბლაშვილი სოფელში არ დაბრუნდება. როგორც ყარათუბნელები აცხადებენ, დავით კუბლაშვილის მამა სახლში დაბრუნებას ისევ აპირებს. სამი გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრები და ახლობლები კი იმუქრებიან, რომ მას სოფელში არ შეუშვებენ.
“გვინდა, დავარწმუნოთ ეს ადამიანი, რომ სოფელში არ ჩამოვიდეს და ცოდვაზე ცოდვა არ დაგვამატებინოს. ამის გამო, ჩვენ აქცია გავმართეთ ადიგენის გამგეობის შენობასთან, ასევე , სამმართველოსთან. მოვითხოვთ, რომ ტიხო კუბლაშვილი ყარათუბანში არ დაბრუნდეს” – აცხადებს ადგილობრივი გიორგი სოფრომაძე.
მისივე თქმით, სამართლებრივად მას აქვს სოფელში დაბრუნების უფლება, რაც თანასოფლელებს სამხარეო სამმართველოშიც განუმარტეს, თუმცა ყარათუბნელებს დაპირდნენ, რომ ტიხო კუბლაშვილთან იშუამდგომლებენ და შეეცდებიან სოფელში დაბრუნება გადააფიქრებინონ.
შეგახსენებთ, რომ სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის დავით კუბლაშვილის მამა ტიხო კუბლაშვილი სოფელში დაბრუნებას 16 ოქტომბერს შეეცადა. თუმცა თანასოფლელების მოთხოვნით იგი სამართალდამცველებმა ყარათუბნიდან გაიყვანეს.
You must be logged in to post a comment.