”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

არალში გაზიფიცირება სამ თვეში დასრულდება

10653551_631731660281092_3962436973027893046_n     ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალსა და წარბასთუმანში გაზიფიცირება მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ამ დროისათვის  სოფლებში ბოძების მონტაჯი და დაქსელვითი სამუშაოები ტარდება. აბონენტთა გაზიფიცირება მიმდინარეობს, ასევე, სოფელ უდეშიც. სამუშაოებს “საქორგგაზის” დაკვეთით, შპს “ინტერგაზი” ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, აღნიშნულ სამ სოფელში ჯამში 2 000–მდე აბონენტი გაზიფიცირდება. ცენტრალური მაგისტრალის გარდა შიდა უბნებიც დაიქსელება.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება 2012 წელს შეჩერდა. პროცესი დაახლოებით, ორი თის წინ აღდგა. მთლიანად მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება  2017 წელს დასრულდება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე