სამცხე–ჯავახეთში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. სადაც რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქალაქ ახალციხის მერი, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები შევლენ. საბჭოს, რეგიონის გუბერნატორი უხელმძღვანელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.