სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს რეგიონული განვითარების სააგენტოების ასოციაციის დირექტორმა, მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ნანა ზუბაშვილის განმარტებით სააგენტოს წესდებაში ცვლილებები შედის, რაც ახალციხის მუნიციპალიტეტის დაყოფამ გამოიწვია. მისივე თქმით, საჭირო გახდა რეგიონული განვითარების სააგენტოების ასოციაციას, რეგიონში არსებული მეშვიდე, ქალაქის საკრებულოც დაემატოს.