ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები, მისი საქმიანობის ძირითადი ასპექტები, მუშაობის სპეციფიკა– ამ და სხვა მსგავს საკითხებზე ადგილობრივი ხელისუფლების ახლადარჩეული თანამდებობის პირებისათვის შეხვედრა გაიმართა. მის მიზანს, თვითმმართველობის ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის მიწოდება, შესაბამისი ცოდნის გაღრმავება და საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ–ჩვევების განვითარება წარმოადგენდა.