”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

14 ოქტომბერს მართლმადიდებლები სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ

1907954_698952236829550_1472034136_n    14 ოქტომბერს მართლმადიდებელი სამყარო  სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა  და დედოფალ ნანას, სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.

ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი  მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს ხვდათ წილად, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ხუროებს ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მათ შორის ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.

ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის  შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. ტრადიციულად, ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში აღავლენს, ხოლო შემდეგ სახალხო დღესასწაული „მცხეთობა“ აღინიშნება.

Information

This entry was posted on 13/10/2014 by in რელიგია.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე