ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ხევაშენში გარდაცვლილი ბესო ენდელაძის საქმეზე, მტკიცებულებათა არსებითი განხილვა მოხდა. პროკურორმა სადავო მტკიცებულებები წარმოადგინა და სასამართლო სხდომაზე განიხილა, შემდეგ კი დასკვნითი სიტყვა წაიკითხა. კახა ლეკიშვილმა შემაჯამებელ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ვარხანში მომხდარი შემთხვევის დროს ბრალდებული საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, რის გამოც ბესო ენდელაძემ სიცოცხლისათვის მძიმე დაზიანებები მიიღო.