„რატომ ევროპა? –ეთნიკური უმცირესობები ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად“ – ამ პროექტის ფარგლებში ახალციხის ცენტრალური პარკში საინფორმაციო აქცია მოეწყო. პროექტის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ბუკლეტები დაურიგეს, სადაც საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული. ბროშურაზე ასევე დატანილია მითები ევროპის შესახებ.