აწყურის ციხეზე ფასდის ნაწილი ჩამოინგრა. ძეგლიდან ჩამოცვენილმა ქვებმა საავტომობილო გზა ჩახერგა. სოფლის მაცხოვრებელები ამბობენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე გავლა საშიში გახდა. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვს. კულტურის სამინისტროდან სპეციალისტები ძეგლზე უკვე იმყოფებოდნენ, თუმცა დაიწყება თუ არა გამაგრებითი სამუშაოები ახლო მომავალში ჯერჯერობით უცნობია.