ზამთრის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობის მთავარი საზრუნავი სახლის გათბობა ხდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ საშეშე მერქნის შესაძენად საკმარისი სახსრები არ გააჩნიათ, რადგან ტრანსპორტის დაქირავება ძვირი უჯდებათ. მათივე მტკიცებით, საწვავის მოსაპოვებლად შესაბამისი ნებართვის გაცემა გვიან ხდება.