”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე-ჯავახეთში საგადასახადო სამართალდარღვევის 53 ფაქტი გამოვლინდა

sh        სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 53 ფაქტი გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბორჯომში საკონტროლო შესყიდვისა და სალარო საკონტროლო აპარატის გამოყენების წესების დაცვის კონტროლის პროცედურების მიხედვით, 68 ობიექტი შემოწმდა. კონტროლის ღონისძიებების შედეგად, სამართალდარღვევის 53 ფაქტი დაფიქსირდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა/რეალიზაციის ფაქტის გამოვლენის მიზნით, 8 ობიექტი დათვალიერდა, თუმცა სამართალდარღვევა არ დაფიქსირებულა.

Information

This entry was posted on 08/10/2014 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე