დამტვრეული სკამები, დაზიანებული ქვის ფილები და მოუვლელი მწვანე საფარი – ასე გამოიყურება დღეს ახალციხის ცენტალურ პარკი, რომლის რეაბილიტაციისათვის რამდენიმე წლის წინ მთავრობამ კოლოსალური თანხები დახარჯა. ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ სკვერში მოშლილი ინფრასტრუქტურა ახალგაზრდების უდიერი ქცევის შედეგია.