სადახლოსა და ნინოწმინდაში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.შემოსავლებისა სამსახურის ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, ,,სადახლო-საავტომობილოს’’ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სომხეთიდან საქართველოს მოქალაქე ჯ.ჯ. შემოვიდა, რომელსაც საბაჟო დათვალიერებისას (ფეხსაცმელში) ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი, წონით 224,77გრ. აღმოაჩნდა. უწყების ცნობით, ამავე დღეს, „ნინოწმინდას’’ საბაჟო გამშვები პუნქტისკონტროლის ზონაში სომხეთიდან საქართველოს მოქალაქე რ.მ. შემოვიდა. მას დათვალიერებისას 10 კაფსულა ფსიქოტროპული ნითიერების შემცველი მედიკამენტი „ლირიკა“ აღმოაჩნდა.
You must be logged in to post a comment.