ადიგენის მუნიციპალიტეტში დაავადება ბრუცელოზი ყოველდღიურად ვრცელდება. დაავადება დაფიქსირდა, როგორც ცხოველებში, ასევე, ადამიანებშიც. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბრუცელოზი სოფელ უდეში 1 ადამიანს დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.