საქართველოს ფინანსთა მინისტრი სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა. ნოდარ ხადურმა შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვარამაძესთან ერთად, საქართველო-თურქეთის საზღვარზე „კარწახის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა.