”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომელი დააკავეს

20120119035928borkilebi   ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომელი, ანჟელიკა ანტანოსიანი დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ანჟელიკა ანტანოსიანი სამსახურებრივი მდგომარეობით სარგებლობდა და სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში სისტემატურად შემოჰქონდა დიდი ოდეობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების სომხური წარმოების ალკოჰოლური სასმელები. იგი კანონის გვერდის ავლით ახორციელებდა მის რეალიზაციას სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე.

ფაქტზე გამოძიება მე-200 მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც პატიმრობას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

Information

This entry was posted on 03/10/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე