შპს .,,კეთილმოწყობის“ თანამშროლებს დღეს ახალი უნი ფორმები გადაეცათ. საწვიმრები, ხელთათმნები და ქურთუკები 61–მა მეეზოვემ და მძღოლმა მიიღო. აღნიშნულისათვის, შპს ,,კეთილმოწყობის“ ბიუჯეტიდან 1900 ლარი გამოიყო. როგორც სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, დაახლოებით 6 თვეა, რაც ტანსაცმლის განახლება არ მომხდარა. უნი ფორმების გადაცემისას, დღესვე, მეეზოვეებს ქალაქის მერი შეხვდა. მისი თქმით, ამ დროისათვის, უკვე შეძენილია ერთი ახალი ნაგვის მანქანა, სამომავლოდ კი შპს ,,კეთილმოწყობის“ ინვენტარით გაახლება კვლავ იგეგმება.