ახალციხის მერმა დღეს სამადლობელი სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით სახალხო არტისტები ვახტანგ კვესელაძე და ნათელა იაძე დააჯილდოვა. გიორგი კოპაძემ ხელოვანები საკუთარ კაბინეტში მიიპატიჟა და მათ სამცხე-ჯავახეთში კულტურის დარგში გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა. ხელოვანი ცოლ-ქმარი სცენაზე 50 წლის განმავლობაში ერთად იდგნენ.